2026 წლის 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის N 06 აუდიტორიაში გაიმართება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის — „პოლიტიკის მეცნიერება“ — დოქტორანტ თამთა ჭრიკიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
ნაშრომის თემა: „საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში: ელექტრონული მმართველობის განვითარების ინტენსივობა და ეფექტურობა (შედარებითი ანალიზი)“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მალხაზ მაცაბერიძე — თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.